„პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია ამ არჩევნებთან მიმართებით არის ის, რომ საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას „ნაცმოძრაობის” დაბრუნებას და ისინი მოქმედებენ ამ პოზიციის შესაბამისად. ეს, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება ჩვენს საგარეო პოლიტიკას”, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, მმართველ გუნდსა და „პატრიოტთა ალიანსს“ განსხვავებული პოზიციები აქვთ. ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკა კორექტივებს არ ექვემდებარება.
„ჩვენ გვაქვს განსხვავებული პოზიციები საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. გაჟღერდა „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია ამ არჩევნებთან მიმართებით. მათი პოზიცია არის ის, რომ საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას „ნაცმოძრაობის” დაბრუნებას. ეს იყო მათი პოზიციის საფუძველი და ისინი მოქმედებენ ამ პოზიციის შესაბამისად. ეს, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება ჩვენს საგარეო პოლიტიკას. დისკომფორტს შეგვიქმნიდა ის, რომ რაიმე კორექტივი შეგვეტანა ჩვენს საგარეო პოლიტიკაში. ჩვენი საგარეო პოლიტიკა კორექტივებს არ ექვემდებარება”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.