სალომე ზურაბიშვილი: შემაშფოთებელია, უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ გადადგმული კიდევ ერთი აგრესიული ნაბიჯი
26-11-2018, 18:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

 

 

„ვიმყოფები ენგურთან, საოკუპაციო ხაზთან და აქედან კიდევ უფრო შემაშფოთებელია უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ გადადგმული კიდევ ერთი აგრესიული ნაბიჯი.

 

 

საერთაშორისო სამართლის ეს უხეში დარღვევა ემუქრება პირველ რიგში უკრაინის სუვერენიტეტს, თუმცა არანაკლებად რეგიონის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.

 

 

ვუცხადებ სრულ სოლიდარობას უკრაინის სახელმწიფოს და მოსახლეობას, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები უპასუხოდ არ დატოვებენ რუსეთის გამოწვევას, რამეთუ, შავი ზღვის უსაფრთხოება, რეგიონის სტაბილურობა, უკრაინის სუვერენიტეტის და მშვიდობის შენარჩუნება მათი ინტერესიც და პასუხისმგებლობაა", აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი