შეირაღებული თავდასხმა თბილისში, კაფე „სტრადასთან“, მოხდა. დაჭრილია ერთი ადამიანი.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, დაჭრილ ახალგაზრდა მამაკაცს, თავდამსხმელმა პისტოლეტიდან ესროლა და მას თითქმის მთელი მჭიდი დააცალა.
მომხდარს შეესწრო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა. მისი თქმით დაჭრილმა სასწრაფო დახმარების ექიმების გამოძახებაზე უარი განაცხადა და მას დახმარება კაფეშივე აღმოუჩინეს. ნიკა რურუას ინფორმაციით, დაზარალებულს მიპარვით ესროლეს.
„ვიჯექით აქ მე და ჩემი მეგობარი. ვსვამდით ყავას და სადღაც 10 მეტრის უკან, ამ ვერანდაზე, მოპარვით როგორც ჩანს 5-ჯერ თუ 6-ჯერ ესროლეს და ერთ-ერთი მათგანი დაიჭრა. შიგნით შემდეგ ფეხზე გადავუჭირეთ „ჟგუტი“ და უთხარით რომ საავადმყოფოში წაგიყვანთო და "არა, არა, ჩემით წავალო" და როგორც ჩანს თავისით წავიდა. სასწრაფოს არ დაელოდნენ და პოლიციაც ერთი 10 წუთის შემდეგ მოვიდა. სასიკვდილო ჭრილობა როგორც ჩანს არ აქვს“, განაცხადა ნიკა რურუამ.
ადგილზე მობილიზებულია საგამოძიებო სამსახური. პერიმეტრი მთლიანად შემოსაზღვრულია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.