ზაჰესის დასახლებაში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
26-11-2018, 19:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზაჰესის დასახლებაში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 

დაკავებულს ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარება ასევე, ყაჩაღობა. 

 

 

„საქმის მასალების თანახმად, მ.ნ.-მ გადაწყვიტა ყაჩაღურად თავს დასხმოდა თბილისში, ზაჰესის დასახლებაში მცხოვრებ ცოლ-ქმარს, რომლებიც იმავე მისამართზე, სასურსათო მაღაზიას ფლობდნენ და კომერციულ საქმიანობას ეწეოდნენ. აღნიშნული ქმედების განსახორციელებლად მ.ნ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლო იარაღი საბრძოლო მასალით, რომელსაც დანაშაულებრივი ქმედების სისრულეში მოყვანის მიზნით უკანონოდ ინახავდა და ატარებდა. 2018 წლის 14 იანვარს, დახლოებით 22:30 საათზე მ. ნ. თავს დაესხა მაღაზიაში მყოფ ცოლ-ქმარს ე.ტ.-ს და ი.ხ.-ს, მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისას რამდენიმე გასროლით მოკლა ცოლ-ქმარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

 

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა სხდომებზე გამოკვლეულ და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე განზრახ მკვლელობის ნაწილში დამამძიემებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ მ. ნ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 20 წლით განუსაზღვრა. რაც შეეხება ყაჩაღობის ბრალდებას, სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია პირის დამნაშავედ ცნობისათვის და მ.ნ. ბრალდების ამ ნაწილში გაამართლა“, წერია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი