ზურაბიშვილის მხარდასაჭერი ბროშურები - აუდიტის სამსახური „პატრიოტთა ალიანსის“ 15 000 ლარით დაჯარიმებას ითხოვს
26-11-2018, 20:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აუდიტის სამსახური „პატრიოტთა ალიანსის“ 15 000 ლარით დაჯარიმებას ითხოვს. საქმე ეხება, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ბროშურების გარცელებას. 

აუდიტის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო და სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი ბროშურები, „პატრიოტთა ალიანსმა“ კანონის დარღვევით დაბეჭდა და გაავრცელა.

 

 

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე, ეკატერინე ღაზაძე აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის" მიერ, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ დაბეჭდილ ბროშურების ღირებულება 15 ათას ლარს შეადგენდა.

 

 

„პატრიოტთა ალიანსის მიერ, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ დაბეჭდილი სააგიტაციო ბროშურების ღირებულება 15 ათასი ლარის ოდენობით, აუდიტის სამსახურის მიერ მიჩნეულ იქნა უკანონო შემოწირულობად და თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ კანონით განსაზღვრული ორმაგი ოდენობის ჯარიმის დაწესების მიზნით. აუდიტის სამსახურმა გამოითხოვა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან ინფორმაცია 14 ოქტომბრის მდგომარეობით. გაჩნდა დამატებითი კითხვები და გამოვითხოვეთ სრული საარჩევნო პერიოდის შესახებ ინფორმაცია და მიმდინარეობს შესწავლა. არის კიდევ „ქართული ოცნების“ მიერ დაფინანსებული საარჩევნო კვლევის შესახებ შემოსული საჩივარი, ამაზე ჩვენ მივმართეთ პარტიას, რომ მოგვაწოდოს ინფორმაცია, ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარჯების საკითხების და საქმის შესახებ“, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილემ, ეკატერინე ღაზაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი