ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი „ომეგას“ დასმული შეკითხვის პასუხად აცხადებს, რომ გარდა იმისა, რომ გაურკვევლად საუბრობენ თავიანთ თემებზე ტელევიზიებში, ასევე, გაურკვევლად ამონტაჟებენ ჩანაწერს.
თუმცა, მისი თქმით, „ამ გაურკვეველი ჩანაწერიდანაც კი ჩანს, რომ ჩვენ ვიყავით კონსტრუქციულები და ვთავაზობთ გამოსავალს“. „ერთ-ერთ გამოსავლად შეიძლება ჩაითვალოს საგადასახადო შეთანხმება, რომლითაც ისინი თვითონ მოვიდნენ“, განმარტა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, საგადასახადო შეთანხმება ფორმდება ათეულ კომპანიასთან.
„ჩვენ ალბათ ყოველთვიურად რამოდენიმე ათეულ, ასეულთან თუ არა, კომპანიასთან ვაფორმებთ საგადასახადო შეთანხმებას და როგორც წესი, საურავებს ვპატიობთ და ზოგ შემთხვევაში ძირსაც ვუმცირებთ. ზუსტად ის, რომ არც ადრე, როდესაც „ომეგას“ თემა გააქტიურდა, არც ახლა ეს თემა არაა პოლიტიკური, ადასტურებს, რომ მიუხედავად ამდენი სიბინძურის, ამდენი ტყუილისა, ჩვენ მაინც შევხვდით კომპანიის წარმომადგენლებს. ზუსტად ვიცოდი, რომ გვწერდნენ, მაგაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ზუსტად ვეუბნებოდით, რომ კი ბატონო საურავის ჩამოწერის შანსი მაღალია, ძირზეც შეიძლება ვისაუბროთ, ოღონდ არა იმ დოზით და არა იმ რაოდენობით, რომ 50 მილიონიდან 40 მაჩუქე და 10 დამიტოვეთ, ამიტომ ვთხოვეთ, გადაეხედათ გრაფიკისთვის და ხელახლა მოსულიყვნენ“, აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.