პარლამენტის თავმჯდომარემ და პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ჩვენი მთავარი მიზანია არჩევნების თავისუფალ, სამართლიან, მშვიდ გარემოში უზრუნველყოფა. აქეთკენ იქნება მიმართული მთელი ჩვენი ყურადღება ხვალაც და არჩევნების დღესაც“.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საარჩევნო გარემოს.
„მთლიანობაში გარემო ხედავთ რომ არის მშვიდი, თავისუფალი და სამართლიანი. რა თქმა უნდა, არის ინდივიდუალური გადაცდომები ,თუმცა მთლიანობაში ეს არ აისახება სურათზე. არჩევნების ჩატარება იქნება უზრუნველყოფილი სამართლიან და თავისუფალ გარემოში. ამას დავამტკიცებთ ჩვენ ,მათ შორის არჩევნების დღესაც“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს აგრესიული გარემოს შექმნას.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ რევოლუციური სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდება.
„ყოველდღიურ რეჟიმში ისინი ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას, ხშირად საუბრობენ რევოლუციურ სცენარზე. ამაზე საუბრობდა სააკაშვილი, ვაშაძე, ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერები. იმედია, რომ მათ ეს განზრახვა ბოლომდე გონებაში არ ექნებათ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უზრუნველყოფთ წესრიგის თავიდან ბოლომდე დაცვას.
რევოლუციური სცენარი და დესტაბილიზაცია საქართველოში ვერ განხორციელდება. მოვუწოდებთ ყველას, თავი აარიდონ ასეთ პროვოკაციებს. მთავარია არჩევნების სათანადოდ ჩატარება და აქეთკენ უნდა იყოს მიმართული თითოეული საარჩევნო სუბიექტის, თითოეული პარტიის ყურადღება“, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
დიპლომატებთან შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.