ნორლანდი ამერიკაში წასვლამდე ხევსურეთს სტუმრობდა - რამდენი რამაა აქ შესასწავლი და დასაფასებელი
10-07-2015, 07:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საქართველოში საქმიანობა დაასრულა. ამერიკაში გამგზავრებამდე ნორლანდი მეუღლესთან ერთად ხევსურეთში იმყოფებოდა. შთაბეჭდილებების შესახებ დიპლომატი ფეისბუქის გვერდზე მცირე წერილს აქვეყნებს სათაურით, "დაუვიწყარი საქართველო"


„მომავალ კვირას საქართველოდან მივემგზავრებით. გამგზავრების წინ მერისა და მე ხევსურეთში სტუმრობის პატივი გვერგო. თბილისიდან მანქანით ხუთსაათიანი მგზავრობის შემდეგ სოფელ კორშაში ჩავედით და შოთა არაბულისა და მისი მეუღლის, ზარინას შესანიშნავ საოჯახო სასტუმროში ვისადილეთ, სადაც ჩიტებს ბუდე სამზარეულოში ჰქონდათ მოწყობილი. შემდეგ მაღლა, რუსეთის საზღვართან ახლოს, საოცარი მთებისკენ გავემართეთ. მუცოში ქეთის, „მუცოს პატარა დედოფალს“ შევხვდით. შატილში, დებმა გოგოჭურებმა საოცრად ჰარმონიული ხალხური სიმღერები გვიმღერეს. ვითევზავე პატარა მდინარეში, მაგრამ კალმახი ჩვენმა ქართველმა მეგობარმა დაიჭირა. ყველაზე შთამბეჭდავი შატილის კომპლექსის ერთ-ერთ უძველეს კოშკში გათენებული ღამე იყო. ხევსურეთის უძველესი დამცველები ასეთ შეუვალ კოშკებს აგებდნენ, რომ შემოჭრილი მტრისაგან თავი დაეცვათ. გვიამბეს წარსულის მძიმე ამბები, როცა ჭირშეყრილი ადამიანები მოსაკვდომად სოფლიდან მიდიოდნენ, რომ სხვებიც არ დაეავადებინათ. მამა კონსტანტინესთან ერთად დაბლობზე იმ სოფელს გავხედეთ, სადაც ის დაიბადა. სამწუხაროდ, რუსეთის საზღვარზე გამკაცრებული წესების გამო მამა კონსტანტინე მშობლიურ სოფელში ჩასვლას ვეღარ ახერხებს. ეს მთიანი მხარე უხსოვარი დროიდან ბუნებრივი სილამაზითა და მკაცრი გარემოთი გამოირჩევა. რამდენი რამაა აქ შესასწავლი და დასაფასებელი. მადლობა მამა გიორგისა და მის შესანიშნავ გუნდს ხევსურეთში სტუმრობის ორგანიზებისათვის”, – წერს ნორლანდი.


რიჩარდ ნორლანდი საქართველოში 2012 წლიდან მოღვაწეობს. მას იან კელი შეცვლის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი