ცესკო: 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებლებს, აკრედიტებული მედიასაშუალებების, ასევე მეორე ტურში მონაწილე სუბიექტების წარმომადგენლებს უფლებამოსილება მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე გაუგრძელდათ
26-11-2018, 22:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეახსენებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებლებს, აკრედიტებული მედიასაშუალებების, ასევე არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს არჩევნების მეორე ტურისთვის უფლებამოსილება მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე გაუგრძელდათ.

 

 

შესაბამისად, დამკვირვებლებსა და მედიასაშუალებების აკრედიტებულ წარმომადგენლებს და მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს მათი უფლებამოსილების განხორციელებისას, შეუძლიათ გამოიყენონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საქართველოს პრეზიდენტის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის გაცემული შესაბამისი მოწმობები. აღნიშნული მოწმობები სამართლებრივად ძალაშია მიუხედავად მათი გაცემის თარიღისა და მითითებული ვადისა. შესაბამისად, საარჩევნო აკრედიტაციის მოწმობის წარდგენისას, ზემოაღნიშნული პირები დაუბრკოლებლად შეძლებენ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას.

 

 

ამასთან, ელექტრონული პროგრამიდან, შესაბამისი ჩართული მხარეებისთვის, მათი სურვილის შემთხვევაში, ხელმისაწვდომია ახალი მოწმობებიც.

 

 

ცესკოს 2018 წლის 7 ნოემბრის N52/2018 დადგენილება იხილეთ ბმულზე.

 

 

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი