მელორ ვაჩნაძე ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ - „ქართული ოცნების“ ერთ- ერთი ყველაზე ღია და აგრესიული მომხრე შურისძიების შიშით ოჯახთან ერთად ქვეყნის დასატოვებლად ემზადება. ვაჩნაძე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის გაწირა და ახლა მის დაკავებას გეგმავს. ვაჩნაძე ბოდიშს უხდის საზოგადოებას და საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფარს ითხოვს.
დევნის მოტივად ის არჩევნებში დახმარებაზე უარს ასახელებს. მელორ ვაჩნაძე იხსენებს პრაქტიკულად ყველა ფაქტს, რომლის გამოც ის ახლა „ოცნებას“ უპირისპირდება. იარაღის ჩადების ორი მცდელობა, 20 პატიმრობა და მათ შორის სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება დაკავების დროს - მელორ ვაჩნაძე „კურიერს“ აწვდის პოლიციის განყოფილებაში გაკეთებულ აუდიო ჩანაწერსაც, რომელშიც მკაფიოდ ისმის როგორ აშანტაჟებენ მას და მოითხოვენ თანამშრომლობას.
მელორ ვაჩნაძე ამბობს, რომ იმ ზეწოლის გამო, რასაც ის პოლიციის მხრიდან განიცდის იძულებულია ქვეყნიდან ოჯახთან ერთად გაიქცეს. მელორ ვაჩნაძე აცხადებს, რომ ახლა ის უკვე ღია ომშია „ქართულ ოცნებასთან“.
ის ასევე აცხადებს, რომ თავშესაფრის მიღების შემდეგ, ისაუბრებს ისეთ ფაქტებზე, რაც საზოგადოებას შოკში ჩააგდებს.
„მტრად გამომაცხადეთ? დღეს პირადად მე მიდებდით იარაღს? გუშინ მიდებდით დანას, მესამე ეპიზოდს? ადრე ჩამოდეთ იარაღი? 20-ჯერ დამიჭირეთ? 15 დასკვნა მაქვს სამედიცინო, სადაც დაზიანებით მიმიყვანეთ დაკავების შემდეგ. არც ერთხელ არ გავაკეთე განცხადება. ვცდილობდი, რომ ქვეყნის იმიჯი არ დამეზიანებინა. მტერი ხარ? ხოდა მოგექცევი, როგორც მტერს, მთელი ევროპა გაიგებს რა დემოკრატები ხართ, რა მაგრად იცავთ ადამიანის უფლებებს და თუ ეს ვიღაცის შემოქმედებაა შუა რგოლში, მაშინ ადგეს და გახარია გადადგეს რა. მოდი გადადექი და ისეთი დავნიშნოთ რომელიც გააკონტროლებს მაღალ ეშელონებშიც, დაბალშიც და საშუალოშიც და ადამიანებს არ ჩაუდებენ“, განაცხადა მელორ ვაჩნაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.