პირველად ჩვენი თანამშრომლობის ისტორიაში ხელი მოეწერა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა კვლავაც მხარს დაუჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს გასაწევრიანებლად მაქსიმუმს გააკეთებს, ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ბერლინში, გერმანელ კოლეგასთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც ხელი სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა.
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში“ გაწერილი მიმართულებები საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად დაეხმარება და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს.
გერმანიის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროში კოლეგებმა - ლევან იზორიამ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოსა და გერმანიას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს და ახალი მიმართულებებიც გამოკვეთეს.
ლევან იზორიამ სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ასევე განიხილა ბუნდესვერის თავდაცვის შტაბის უფროსთან, გენერალ ებერჰარდ ცორნთან, გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვოლფგანგ ჰელმიხთან და კანცლერის მრჩეველთან თავდაცვის საკითხებში, ფლოტილიის ადმირალთან ალექს დეერცთან.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.