გიორგი ვოლსკი: მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში წარმატების მინიმალური შანსიც აღარ აქვს, საგანგებო რეჟიმზეა გადასული
27-11-2018, 15:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში წარმატების მინიმალური შანსიც აღარ აქვს, იგი საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რასაც მოწმობს უკანასკნელ დღეებში „რუსთავი 2“-ის ეთერის სიცრუეზე და ყალბ ინფორმაციაზე განსაკუთრებული ორიენტირება, განაცხადა „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ვოლსკიმ.

 

 

„როგორც „ნაცმოძრაობამ" საკუთარი ტელევიზიის საშუალებით გვამცნო, კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი“ ხელისუფლების დახმარებით თურქეთის ციხიდანაა გათავისუფლებული. თუმცა, სულ მალე, ნათელი გახდა, რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა და მითითებული პიროვნება კვლავ ციხეში იმყოფება. შსს-ს ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით მათი მხრიდან სრულად იქნა იგნორირებული.

 

 

ანალოგიური ხასიათისაა მოწოდებული ინფორმაცია, ვითომდა ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ბეჭდვის შესახებ. ისევე, როგორც ბიულეტენების ბეჭდვის სრულიად კანონიერი პროცესის, გაყალბებისთვის მზადებად გამოცხადება, ან „ნაციონალური მოძრაობის" წევრების სახლებში აფეთქეებების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია.

 

 

ყველასთვის ცხადია, რომ ანალოგიური აქტი დააზიანებდა ნებისმიერი პარტიის იმიჯს, მით უმეტეს, რომ არ შეესაბამება „ქართული ოცნების" მიერ დაცულ მორალურ სტანდარტებს.

 

 

ამასთან, საზოგადოება კვირეებია უყურებს ტელესპექტაკლს ოქუაშვილის მონაწილეობით.

 

 

რეალობის სამარცხვინოდ დამახინჯების ნათელი მაგალითია აგრეთვე გავრცელებული ინფორმაცია თითქოს მოქალაქეები ბანკებში იყვნენ მისულები და მათთვის ვალების ჩამოწერა არ დასტურდება ან კატეგორიულ უარს უცხადებენ.

 

 

მაშინ როდესაც, ცნობილია, რომ ვალები წლის ბოლომდე, 15-31 დეკემბრის პერიოდი განმავლობაში ჩამოიწერება და რასაკვირველია, ეს წინასწარ ვერანაირად ვერ მოხდებოდა.

 

 

სოციალური სოლიდარობის ეს უპრეცედენტო აქტი შედგება და ათასობით ოჯახს გაათავისუფლებს როგორც მათი ფინანსური შესაძლებლობების არათანაზომადი ტვირთისგან, ასევე ფსიქოლოგიური სტრესისაგან.

 

 

ამასთანავე ხაზს ვუსვამთ, რომ როდესაც მასშტაბური რეფორმა ხორციელდება, იქნება ეს საყოველთაო ჯანდაცვა, ცე ჰეპატიტის ელიმინაცია თუ სხვა, არაერთი სოციალური პროექტი, არასოდეს ვკითხულობთ, რომელი ბენეფიციარია ჩვენი მომხრე და რომელია ჩვენი მოწინააღმდეგე.

 

 

ეს თანადგომა ყველას თანაბრად ეხება.

 

 

როდესაც ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, აშკარა სიცრუე და დამახინჯებული ინფორმაცია კონკრეტული ტელევიზიის ეთერის 70-80%-ს იკავებს, ეს არა უბრალოდ პროპაგანდა, არამედ დანაშაულია საზოგადოების წინაშე.

 

 

სულ ახლახანს მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გაუგებარი პირები უკავშირდებიან შავ სიაში მყოფ დავალიანების მქონე მოქალაქეებს, ატყუებენ და ითხოვენ რეგულაციების ამოქმედებამდე გადაიხადონ მათზე რიცხული დავალიანება.

 

 

დარწმუნებულნი ვართ, რომ საზოგადოება ყველაფერს სწორად აფასებს და 28 ნოემბერს ერთად ვეტყვით უარს სიცრუეს, სიძულვილსა და ძალადობას, გავაკეთებთ პრინციპულ არჩევანს და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ", განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი