ევროპის სოციალისტური პარტია (PES) სრულ მხარდაჭერას უცხადებს პარტნიორ პარტიას „ქართულ ოცნებას“, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის პროცესში, ხვალ, 28 ნოემბერს, ამის შესახებ ნათქვამია ევროპის სოციალისტური პარტიის განცხადებაში.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პროგრესულმა მთავრობამ, „ქართული ოცნების“ მეთაურობით, დაადასტურა ქვეყნის მტკიცე ერთგულება დემოკრატიისა და სამოქალაქო უფლებებისადმი. ევროპის სოციალისტური პარტია აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, რაც ბოლო წლების განმავლობაში განხორცელდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევა უფრო მეტად გაამყარებს საქართველოს როლს, როგორც მისაბაძ მაგალითს რეგიონში და გააძლიერებს მის ადგილს ევროპის ერთა ოჯახში.
„საქართველო ერთგული პარტნიორია, დემოკრატიის, გამჭირვალობისა და მმართველობის გზაზე მნიშვნელოვანი მიღწევებით. ახლა, როდესაც ამომრჩევლები ემზადებიან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის, რომელიც ოთხშბათს გაიმართება, ვიმედოვნებ, რომ ისეთივე მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებს ვნახავთ, როგორიც ეს იყო პირველი ტურის დროს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს, რადგან ის იბრძოლებს უფრო სამართლიანი საქართველოსათვის ხვალინდელ არჩევნებზე“, აცხადებს ევროპის სოციალისტური პარიის პრეზიდენტი სერგეი სტანიშევი.
თარგმანს „ქართული ოცნება" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.