გრიგოლ ვაშაძე  ამომრჩეველს მიმართავს: „არ მისცეთ ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ ქართული საზოგადოების სიმწრით მოპოვებული დემოკრატიული ღირებულებები უნიჭოდ და უგონოდ ფლანგოს“
27-11-2018, 19:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მოსახლეობას მიმართავს.

 

 

ვაშაძის თქმით, ხვალ ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე და ხმა ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას მისცენ.

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა თქვენთაგანი მობრძანდეს ხვალ არჩევნებზე, გამოიყენოს თავის კონსტიტუციური უფლება, შეასრულოს თავის კონსტიტუციური ვალდებულება და ხმა მისცეს ქვეყნის კეთილდღეობას და წინსვლას. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, რომ ჩვენს ქვეყანას აღარასდროს მოუწიოს თავისი შვილების ემიგრაციაში გაგზავნა, აღარასოდეს მოუწიოს ოლიგარქის მმართველობა და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა ქვეყანაში.

 

 

მიეცით ხმა გაერთიანებულ ოპოზიციას იმისათვის, რომ მან სასწრაფოდ დაიწყო მუშაობა პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებზე, სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა 400-ლარიან პენსიაზე, სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა 1000-ლარიან ხელფასზე ჩვენი პედაგოგებისთვის, რომლებიც სამშობლოს მომავალ თაობას უზრდიან.  დაიწყონ სასწრაფოდ მუშაობა იმისათვის, რომ პოლიციელის ხელფასი გახდეს 2000 ლარი, დაიწყონ სასწრაფოდ მუშაობა იმისათვის, რომ ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს ოფიცრებს, ადამიანებს, ვინც შეიარაღებულ ძალებში იცავენ სამშობლოს და მათ ოჯახებს  ღირსეული ცხოვრების პირობები ჰქონდეთ.

 

 

ჩვენ აღარ გვჭირდება ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, ჩვენ აღარ გვჭირდება ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც წისქვილის ქვასავით ჰკიდიან ეკონომიკას.

 

 

ჩვენ გვჭირდება ნორმალური, დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც არ იქნება დაპირისპირებული, არ იქნება გახლეჩილი და იქნება ერთად შეკრული ეროვნული მიზნების მისაღწევად. ამის გარანტია იქნება მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვება, ამის გარანტია იქნება ის, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში იქნება ეროვნული მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა, რომელიც ე.წ. ხელისუფლებას არ მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქის მიერ სიმწრით მოპოვებული დემოკრატიული რეპუტაცია ასე უგონოდ და უნიჭოდ ფლანგოს.

 

 

ხვალ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. გელოდებით გაერთიანებული ოპოზიცია და გრიგოლ ვაშაძე“, მიმართავს გრიგოლ ვაშაძე ამომრჩეველს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი