სასამართლომ ეკა გიგაურის სარჩელის განხილვა დაასრულა. ის გოგა ხაინდრავას ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს და რეჟისორისგან ბოდიშის მოხდას და სიმბოლურად 30 თეთრის გადახდას ითხოვს.
საქმე სასამართლოში 2015 წლის შემდეგ განიხილება და ეხება გოგა ხაინდრავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ გიგაური 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულო მოვლენების მონაწილე და დამნაშავეა. მოსამართლე გადაწყვეტილებას 30 ნოემბერს გამოაცხადებს.
სასამართლო სხდომაზე გოგა ხაინდრავამ მის მიმართ წაყენებული ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ეკა გიგაური 7 ნოემბრის აქციის დარბევაში მონაწილეობის მიღებაში არასდროს დაუდანაშაულებია.
„არასოდეს არ მითქვია, რომ გიგაური არბევდა 7 ნოემბერს, ეს არის სიცრუე. მე ამ სიცრუეს შევეჩვიე იმიტომ, რომ სულ ცრუობენ, რაც აქ სხედან და გიგაურიც სულ ცრუობს. გიგაურმა სამი დღის წინ ისეთი იცრუა სახელმწიფოს წინააღმდეგ, ისეთი ცილი დასწამა საქართველოს, რომ მეტი სიცრუე არ შეიძლება“, აცხადებს ხაინდრავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.