საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად საერთაშორისო დონის ლაბორატორია მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისთვის ახალი ფიტოსანიტარული ლაბორატორია გახსნა.
ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ლალი მაძღარაშვილმა პრემიერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ განხორციელდა უპრეცედენტო პროექტი, რომლის შედეგადაც საქართველოს საერთაშორისო დონის აპარატურითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღჭურვილი ლაბორატორია აქვს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სურსათის უვნებლობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მთავრობის მეთაურმა პროექტის ხუთ თვეში განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრს და აღნიშნა, რომ მუშაობის მსგავსი ტემპები მისასალმებელია.
„სურსათის უვნებლობის მიმართულებით წლების განმავლობაში არანაირი საქმიანობა არ ხორციელდებოდა. დღეს ჩვენ გავხსენით ახალი ლაბორატორია. ორი წლის განმავლობაში მილიარდ ლარამდე არის ინვესტირებული სოფლის მეურნეობის დარგში. ეს არის დანაპირები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას არჩევნებამდე მისცა და ეს არის საქმე, რომელიც რეალურად ჩანს. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ სურსათის უვნებლობას, ეს არის ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტი მთავრობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს ფერმერებს, მოსახლეობას, ასევე ვიზრუნოთ მომხმარებელზე, რომ მათ ჯანსაღი პროდუქცია მიიღონ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ფიტოსანიტარული ლაბორატორია სახელმწიფოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევით აშენდა და აღიჭურვა. პროექტის საერთო ღირებულებამ 2 400 000 ლარი შეადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.