ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, არ წამოეგონ პროვოკაციებს
27-11-2018, 20:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიუხედავად ოპონენტების მცდელობისა, რომ შეექმნათ აგრესიული ფონი, ჩვენ შევძელით აგრესიის პრევენცია და მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება.

 

 

მისი თქმით, ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, 28 ნოემბერს ამომრჩევლისთვის მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.

 

 

კობახიძე აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნები „ქართული ოცნების“  ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა, რომელსაც განსაკუთრებით უფრთხილდება.

 

 

ის მოუწოდებს სამართალდამცველებს კანონიერების და წესრიგის დაცვისკენ, დამკვირვებლებს ფართო მონიტორინგისკენ, მხარდამჭერებს კი - არ წამოეგონ პროვოკაციებს.

 

 

დღეს საარჩევნო კამპანია სრულდება.

 

 

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს მთავრდება საარჩევნო კამპანია. ჩვენ პირველი ტურის ანალოგიურად, მეორე ტურშიც შევძელით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის მცდელობისა, განეხორციელებინათ სიტუაციის ესკალაცია და შეექმნათ აგრესიული ფონი არჩევნების მეორე ტურში ისევე როგორც პირველ ტურში, ჩვენ შევძელით აგრესიის პრევენცია და არსებითად მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება.

 

 

ეს არის, უპირველეს ყოვლისა, მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა,  ჩვენ ამ პასუხისმგებლობას 2012 წლიდან პირნათლად ვასრულებთ . თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა,  „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და ჩვენ ამ მიღწევას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით.

პირველი ტურის შემდეგ, დაფიქსირდა საარჩევნო დარღვევების ინდივიდუალური შემთხვევები სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან, რომლებიც მთლიანობაში ვერ ახდენს რაიმე არსებით უარყოფით გავლენას საერთო სურათზე.

 

 

ახლა, ბუნებრივია, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, არჩევნების დღეს, ხვალ, 28 ნოემბერს, ამომრჩევლისთვის თავისუფალი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.

ჩვენ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა სუბიექტს, გამოავლინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისა და პროვოკაციებისგან.

 

 

ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, გამოავლინონ მოთმინება და არ წამოეგონ პროვოკაციებს, რა ფორმითაც არ უნდა განხორციელდეს ისინი.

 

 

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სრული მობილიზაციით უზრუნველყონ კანონის დაცვა საარჩევნო პროცესში. ვთხოვთ დამკვირვებლებს, უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის მაქსიმალურად ფართო მონიტორინგი. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი კიდევ ერთხელ მათ თანადგომისთვის.

 

 

ხვალ ჩვენ ვაკეთებთ პრინციპულ არჩევანს. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის კიდევ ერთი პრინციპული, კიდევ ერთი ღირსების არჩევნები.ეს არის არჩევანი სიცრუესა და სიმართლეს შორის, ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის, ძალადობასა და ღირსებას შორის, საბჭოთა წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის. დარწმუნებული ვართ, რომ ხვალ ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს.

 

 

ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ. სწორედ თქვენს აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად დამაჯერებელი იქნება ჩვენი გამარჯვება“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი