ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, საკრებულოს დეპუტატებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, სოფლების - ღების, ჭიორისა და გლოლის მოსახლეობასთან წლის შემაჯამებელი შეხვედრები გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე წელს დასრულებულ პროექტებსა და სამომავლოდ დაგეგმილ პრიორიტეტულ საკითხებს, მთის რაჭის სოფლებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივას და სოფლებიდან ხალხის მიგრაციის შეჩერების სხვადასხვა გზებს.
მერმა მოსახლეობას გააცნო სოციალური დახმარების მიღების პირობებში შეტანილი ცვლილებები რომელიც შეეხება: სოციალურად დაუცველი პირისათვის, დასაქმების შემთხვევაში, დახმარების ერთი წლით შენარჩუნებასა და სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის დახმარების ოდენობის ზრდას.
ემზარ საბანაძემ ადგილობრივი მოსახლეობისაგან ყოფითი პრობლემების შესახებ მოისმინა. საუბარი ასევე შეეხო ზამთრის სეზონისათვის მზადებას.
მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტი ყველაფერის გააკეთებს იმისათვის, რომ გასული წლის მსგავსად, წელსაც შეუფერხებლად ჩაიაროს ზამთრის სეზონმა.
შეხვედრას ესწრებოდა ონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი გია ჯაფარიძე.
ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.