ბიძინა ივანიშვილს ლონდონის სასამართლოში დაკითხავენ - ზაზა ოქუაშვილი მთავარ მტკიცებულებად 4 თითის კადრს გადასცემს
27-11-2018, 21:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილი ლონდონის სასამართლოშია დაბარებული. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ბიზნესის რეკეტში სდებს ბრალს, საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება მოუწევს.

 

 

მთავარი მტკიცებულება კი მის წინააღმდეგ იქნება კადრი, რომლისაც „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად ეშინია. ზაზა ოქუაშვილი ყველა სხვა მასალასთან ერთად, ლონდონის სასამართლოს იმის მტკიცებულებას გადასცემს, რომ ოთხი თითის ჩვენებით, ბიძინა ივანიშვილი მისგან 4 მილიონს მოითხოვდა.

 

 

ბიძინა ივანიშვილთან ერთად, საერთაშორისო სასამართლოში ბრალდებებზე პასუხის გაცემა ბიზნესის რეკეტის საქმის სხვა ფიგურანტებსაც მოუწევთ. ზაზა ოქუაშვილი „ომეგა ჯგუფზე“ სახელმწიფო შეტევის ორგანიზატორად სპორტის ყოფილ მინისტრს ასახელებს. ლონდონის სასამართლოდან უწყება ბიზნესის რეკეტის საქმის ექვს მთავარ მონაწილეს გაეგზავნა.

 

 

ლიდერის მოსალოდნელ გასამართლებას ირონიით ხვდება მმართველი გუნდი. „ქართული ოცნების“ წევრები ლონდონის სასამართლოში შეტანილ სარჩელს ზაზა ოქუაშვილის კრიტიკით პასუხობენ და სჯერათ, რომ ივანიშვილი ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს.

 

 

ოპოზიცია კი, კრიმინალური მმართველობის გამო, ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის წევრების წინააღმდეგ მკაცრ განაჩენს ელოდება.

 

 

დაკითხვა ლონდონის სასამართლოში ერთადერთი შემთხვევა არ არის, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო სკანდალში ეხვევა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ანგოლა გეითსის სკანდალის ფიგურანტია და ბიძინა ივანიშვილი კანადის ხელისუფლებამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს კანადის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული აქვს, საერთაშორისო მედიაშიც დაიბეჭდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი