„პირველი და მეორე ტურის შუალედში საშინელ კატასტროფაში მოვხვდით, მოსყიდვა, დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება, გაყალბება“ - გიორგი ვაშაძის თქმით, პირველ რიგში, გაყალბების წინააღმდეგ მთავარია ხალხის ძალა​
27-11-2018, 22:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ „ჩვენ განსაკუთრებით პირველი და მეორე ტურის შუალედში საშინელ კატასტროფაში მოვხვდით, მოსყიდვა, დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება, გაყალბება“.

 

 

გიორგი ვაშაძის თქმით, პირველ რიგში, გაყალბების წინააღმდეგ მთავარია ხალხის ძალა და ამომრჩევლის აქტიურობა.

 

 

გაერთიანებული ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნების გაყალბების ნებისმიერი მეთოდისთვის მზად არის და აღკვეთს მას. მათ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში პრეზენტაცია წარადგინეს და იმ სტრატეგიაზე ისაუბრეს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის შემუშავდა. ოპოზიციამ ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბების მექანიზმები კატეგორიად დაყო, მათ შორის ერთ-ერთია ამომრჩევლის მოსყიდვა, რისთვისაც ოპოზიციას მობილური ჯგუფი ჰყავს, რომელიც დარღვევბის ფაქტებზე ვიდეოებს იღებს.

 

 

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებას ყალბი დოკუმენტაციითა და პირადობის მოწმობებით ცდილობს. ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ამ საკითხს ყურადღებით დააკვირდება. გიორგი ვაშაძის განცხადებით, გაყალბების ერთ-ერთი მექანიზმი ე.წ. კარუსელია, რის აღსაკვეთად ოპოზიციას მობილური ჯგუფი ჰყავს.

 

 

„ახალი საქართველოს“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ გადასატან ყუთებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამით ცდილობს არჩევნების გაყალბებას, რასაც ოპოზიცია არ დაუშვებს.

 

 

გაერთიანებული ოპოზიციის განმარტებით, ვებგვერდზე ertoba2018.ge-ზე დარღვევბის შესახებ შეტყობინებები იგზავნება. იურისტ დავით ჯანდიერის თქმით, სპეციალისტების ჯგუფი კი დაადგენს, თუ სამართლებრივად რა პრობლემები წამოიჭრა, რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი და რა რეაგირება შეიძლება მოჰყვეს. მისი განცხადებით, იურისტთა ჯგუფი გასამმაგებულია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი