ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილმა უფროსმა 10-წლიანი დუმილი დაარღვია - ჩემი მიზანი არ იყო საჯაროდ მეთქვა ეს ყველაფერი, მაპატიოს ზურას სულმა
10-07-2015, 08:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ძალიან მძიმე იყო სურათი, რაც ვნახეთ. ზურას არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდა, ასეთ სიკვდილს არ ისურვებდა, 5 წუთის საშუალება რომ ჰქონოდა, სურათს აუცილებლად შეცვლიდა. სურათი იყო ასეთი: უსუპოვი და ჟვანია ბინაში შიშვლები იყვნენ", - განაცხადა ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილმა უფროსმა, ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ სასამართლო სხდომაზე.


"2005 წლის 2 თებერვალს ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. მივედი სამსახურში, შემდეგ წამოვედი. დაახლოებით ოთხის ნახევარი იქნებოდა დამირეკა ძაძამიამ და მითხრა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო. 10 წუთში გლდანიდან საბურთალოზე გავედი, მივედი იმ ბინაში, სახლში შესვლა ვერ მოვახერხე და გისოსებიდან შევედი. სავარძელზე იჯდა ზურა, ჩამოვიყვანეთ, პულსი გავუსინჯეთ, ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარეთ, ადგილზე რაიმე ძალადობის ნიშანი არ შეინიშნებოდა. დავიწყეთ სიტუაციის გაანალიზება, ფაქტი იყო ის, რომ ზურა გარდაცვლილი იყო. ძალიან მძიმე იყო სურათი რაც ვნახეთ. ზურას არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდა ასეთ სიკვდილს არ ისურვებდა, 5 წუთის საშუალება რომ ჰქონოდა, სურათს აუცილებლად შეცვლიდა. სურათი იყო ასეთი: უსუპოვი და ჟვანია ბინაში შიშვლები იყვნენ, ჩავაცვით, გავწმინდეთ, მოვიქეცით ისე, როგორც ნებისმიერი ადამიანი მოიქცეოდა. შემდეგ უსუპოვი მანქანაში ჩავსვით, თუმცა შემდეგ მივხვდით რომ აბსურდული იქნებოდა ზურა უცხო სახლში ასეთ მდგომარეობაში რომ ენახათ და უსუპოვი კვლავ შევიყვანეთ ბინაში. ამ პროცესში დარეკილი მქონდა ბარამიძესთან, შემდეგ დავურეკე პრეზიდენტს. როცა მოვიდნენ სამართალდამცველები, ის სურათი რაც ვნახეთ, საზოგადოებამ იცის. ჩემი მიზანი არ იყო საჯაროდ მეთქვა ეს ყველაფერი, მაპატიოს ზურას სულმა", - განაცხადა კობა ხარშილაძემ.


მან ასევე აღნიშნა, რომ აქამდე არც მას და არც ძაძამიას არავითარი საჯარო განცხადება არ გაუკეთებიათ და არც ერთ ინტერვიუში არ უსაბრიათ. 10 წლის განმავლობაში, როგორც ხარშილაძე ამბობს, ეს თემა გამოიყენეს არაერთხელ, მათ შორის პოლიტიკური დივიდენდებისთვის.


"პროკურატურის გულწრფელობაში მარტივად დარწმუნდებით. მათ საქმეში არ ჩადეს FBI-ს დასკვნა და ჩადეს ჰაკიმ ფაშას ვიდეო, რომელმაც საზოგადოება კიდევ ერთხელ დაძაბა. რატომ არ სურდა წინა ხელისუფლებას ამ საქმეზე საუბარი, ამაზე არსებობს დამაჯარებელი პასუხები. შემდეგ კი სცენაზე გამოვიდა დიდი პოლიტიკოსი გოგლა ჟვანია, რომელმაც დაიწყო საუბარი, რომ მისი ძმა მოკლეს, სამი წლის შემდეგ კი იგი პარლამენტში მოვიდა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პროკურატურაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან არაპროფესიონალები და არ შეუძლიათ განსაზღვრონ პირის ბრალეულობა, თუმცა ამ ყველაფერს პოლიტიკური პროცესებისთვის იყენებენ. არ შეიძლება ნახევრად სიმართლის თქმა, ამით ადამიანებს სიმართლეს ვერ გააგებინებ", - განაცხადა კობა ხარშილაძემ ნაფიცი მსაჯულების წინაშე.


მისი თქმით, მას და ძაძამიას ამ ხნის განმავლობაში უამრავ სიბინძურეს აბრალებენ, მათ შორის იმას, რომ ზურაბ ჟვანიას გაძარცვეს და მას უღალატეს. კობა ხარშილაძემდე შესავალი სიტყვით სასამრთლოს წინაშე წარსდგა ჟვანიას დაცვის ცვლის ყოფილი უფროსი მიხეილ ძაძამია, რომელმაც აღნიშნა, რომ ის და კობა ხარშილაძე, ღმერთის, საზოგადოების და ქვეყნის წინაშე სუფთა ადამიანები არიან. პროცესი შესავალი სიტყვების შემდეგ გადაიდო და 14 ივლისს, 11:00 საათზე გაგრძელდება.

 

კომენტარები: 85
#85   Bernd
      
References:


Neosurf casino online real money australia best neosurf
casinos australia
დღეს, 01:09
#84   Lurlene
      
References:


Neosurf deposit bonus aus http://creativespace.biz
დღეს, 00:39
#83   Doug
      
References:


Play online casino with MiFinity AU https://docs.localcharts.org/
გუშინ, 03:03
#82   Julianne
      
References:


Best aussie bank transfer casinos https://linkagogo.trade/
21 ოქტომბერი 2026 16:30
#81   Reece
      
References:


High roller payid pokies app.wedonthavetime.org
21 ოქტომბერი 2026 08:04
#80   Matt
      
References:


Safe payid pokies australia https://www.xiuwushidai.com/home.php?mod=space&uid=2939930
20 ოქტომბერი 2026 23:44
#79   Emmett
      
References:


Progressive jackpot payid pokies http://bbs.xingxiancn.com/home.php?mod=space&uid=1080623
17 ოქტომბერი 2026 14:02
#78   Wayne
      
References:


5 minimum deposit casino uk trustly no wagering casino trustly
15 ოქტომბერი 2026 23:22
#77   Cruz
      
14 ოქტომბერი 2026 11:13
#76   Eartha
      
References:


Trusted wire transfer casinos australia iwlnx.com
14 ოქტომბერი 2026 02:39
#75   Jamila
      
References:


Neosurf roulette australia neosurf casino sites accepting australian players
14 ოქტომბერი 2026 02:21
#74   Theo
      
References:


Osko video pokies deposit
with PayID Osko
13 ოქტომბერი 2026 22:09
#73   Dale
      
12 ოქტომბერი 2026 05:26
#72   Berniece
      
References:


Wire transfer casino processing time Australia https://nutritionwiki.space/
11 ოქტომბერი 2026 06:39
#71   Rachael
      
References:


Bank transfer pokies sites australia wire transfer casino sign up bonus australia
10 ოქტომბერი 2026 10:45
#70   Laura
      
References:


Neosurf gift card casino australia neosurf
casino instant play australia
5 ოქტომბერი 2026 06:00
#69   Lin
      
References:


Best online pokies payid payid casino online pokies
4 ოქტომბერი 2026 15:18
#68   Charolette
      
4 ოქტომბერი 2026 14:15
#67   Ebony
      
References:


Neosurf maximum deposit casino neosurf high
roller casino australia
4 ოქტომბერი 2026 13:33
#66   Candice
      
References:


Legit payid pokies payid pokies real money no deposit
4 ოქტომბერი 2026 13:22
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი