„ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
ბაქრაძემ ხმა პეტრიაშვილის 27-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევანი ცვლილებების სასარგებლოდ გააკეთა.
„ხმა მივეცი ცვლილებებს, იმიტომ რომ არჩევნების პირველ ტურში, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ხალხს სჭირდება ცვლილებები, საზოგადოებას აღარ უნდა დღევანდელი ცხოვრება, როდესაც გარშემო არის უამრავი პრობლემა და არ არსებობს ამ პრობლემის მომგვარებელი", განაცხდა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.