თამარ ჩუგოშვილი: ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში
28-11-2018, 09:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ისევე, როგორც საქართველოში 2012 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში, აღნიშნული განცხადება „ქართული-ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივნმა, თამარ ჩუგოშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

ჩუგოშვილის მტკიცებით,  საარჩევნო უბნებზე, ამ ეტაპისთვის არსებითი ხარვეზები არ დაფიქსირებულა.

 

 

„მივმართავთ ჩვენს მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, რომ გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მონაწილეობა მივიღოთ საარჩევნო პროცესში და დავაფიქსიროთ ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენი პოზიცია.

 

 

მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, მიიღოს ყველა ზომა საარჩევნო პროცედურების დასაცავად.

 

 

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღოს ყველა ზომა შესაძლო პროვოკაციების და ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.

 

 

მოვუწოდებთ ასევე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს, არ დაუშვან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და პროვოკაციები.

 

 

ყველა ასეთ დარღვევაზე ქნება კანონიერი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. უკვე ჩანს, რომ არის მცდელობები გარკვეულ ადგილებზე, რომ ასეთი პროვოკაციები იქნას ინიცირებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიები პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნიო პროცესს. ასევე მივმართავთ დამკვირვებლებს, რომ სათანადიოდ ასახონ ის დარღვევები და ფაქტები, რასაც ადგილი ექნება და თუ ექნება დაკვირვების პროცესში.

 

 

ასევე გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, ემოციურად აქტიურად არის ყველა ამ პროცესში ჩართული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენ ვიმოქმედოთ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ ავყვეთ იმ პროვოკაციებს, რომლის მცდელობებიც როგორც ჩანს დღის განმავლობაში იქნება.

 

 

დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოფთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, რაც არა რომელიმე პარტიის, არამედ მთელი ქვეყნის კიდევ ერთი დიდი მონაპოვარი იქნება", განაცხადა ჩუგოშვილმა ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი