„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საკუთარი არჩევანი ვაკეში, 51-ე საარჩევნო უბანში გააკეთა. ბოკერიამ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„დღეს, ჩვენ უნდა დავასრულოთ არა თუ ერთპარტიული, არამედ ერთი პიროვნების, ოლიგარქის მმართველობა ქვეყანაში. დღეს არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს პირი, რომლის შეხედულებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და მომავალს. დღეს არ უნდა დავუშვათ, რომ ასე ცინიკურად, უტიფრად შეეძლოს ამ ერთ კაცს, ოლიგარქს, ივანიშვილს და მის გუნდს, თქვან, რომ როგორც ჩვენ გვინდა ისე იქნება მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ“, განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.