ივანიშვილი ირაკლის "საოცარ პატრიოტს" უწოდებს და შეკითხვები მხოლოდ ერთი-ორი მინისტრისადმი აქვს
08-02-2014, 23:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში, "შეხვედრები მწერალთა სახლში," პოეტ დავით მაღრაძესთან საუბრისას განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობა წესიერი ადამიანებითაა დაკომპლექტებული და მხოლოდ ერთი-ორის მიმართ შეიძლება იყოს კითხვები.

 

 

ირაკლიმ მეც კი გამაოცა თავისი ნიჭიერებით და თუ კარგად ასრულებს ფუნქციას მაინც ვაგინო? 

 


მისი თქმით, ღარიბაშვილი "სიღრმეებში ჩადის" და დეპარტამენტის დონეზე უნდა კონტროლი.

 

 

"ირაკლიმ მეც კი გამაოცა თავისი ნიჭიერებით – სიღრმეებში ჩადის უკვე, არ დამკითხვია მე, თავისით მიადგა ამ პროცესებს და თავისით დაიწყო ჩაღრმავება. მე როგორც ვიცი ბევრ მინისტრს ეს არ მოეწონა – ჭორები მომდის კანცელარიიდან, რომ ზოგს არასწორი რეაქცია ჰქონდა. სწორი გზით მიდის, დროც აქვს, ჩემზე მეტი ენერგიაც აქვს, დღე და ღამე მუშაობს - დეპარტამენტების დონეზე უნდა კონტროლი და ეს სწორია. თუ კარგად ასრულებს ფუნქციას მაინც უნდა ვაგინო?" - განაცხადა ივანიშვილმა, რითაც მისდამი გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებისადმი კრიტიკით არ გამოირჩევა.

 

 

ამასთან, ივანიშვილის აზრით, მარტო კრიტიკა არ შეიძლება, რადგან "გაგიჟდებიან მინისტრები".

 

 

"რაც პოლიტიკაში შემოვედი, ჩემგან ყველა შექებული იყო. არავინ მამჩნევდა მე. არავის ჰქონდა ის განცდა, რომ აქ ვიღაც ლიდერი ზის და რაღაცეებს კარნახობს. ვერ დავეთანხმები იმას, რასაც მიკიჟინებენ _ არ აკრიტიკებსო. მხოლოდ კრიტიკა არ შეიძლება, გაგიჟდებიან ეს მინისტრები. იქ წესიერი ხალხია, აბსოლუტური უმრავლესობა. შეიძლება, ერთი-ორზე რაღაც კითხვები ჩანდეს, მაგრამ თვითონ ირაკლი საოცარი პატრიოტია. კონტროლი არ ნიშნავს მხოლოდ კრიტიკას, რაზეც გახსნილად საუბრობენ. თუ მხოლოდ ვლანძღეთ, ეს მეორე უკიდურესობაში წაგვიყვანს. ჩვენ არ უნდა მოვაპარინოთ, სიცრუე არ უნდა ვაპატიოთ, ძვირი მანქანები არ უნდა ვაპატიოთ, რაც კარგად მოხდა და მე ამას მხარი დავუჭირე, მაგრამ დამატებით რა მეთქვა? დღეს არცერთ მინისტრს არ ესიამოვნება, რომ 160 000 გადაიხადოს ჯიპში", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტი ოპტიმალურადაა დაკომპლექტებული. "შერჩევა როგორიც მოხდა, შეიძლება, საუკეთესო არაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ოპტიმალურია", - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი