თბილისიდან რეგიონებში მიმავალი მიკროავტობუსების და ავტობუსების დიდი ნაწილი რეისიდან მოხსნეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ტრანსპორტს „ქართული ოცნება“ მხარდამჭერების რეგიონებში ტრანსპორტირებისათვის იყენებს.
ორთაჭალის ავტობუსების ნაცვლად, „მეტროს“ ავტობუსები, დღეს „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, გადიან.
სახელმწიფო ნომრით ორ ავტომობილში მსხდომი პირები სიების საფუძველზე, მგზავრთა გადაადგილებას აკონტროლებდნენ. ერთ-ერთი მგზავრი ადასტურებს, რომ ზუგდიდში, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მიდის.
მას შემდეგ, რაც „კურიერმა“ ამომრჩევლის ორგანიზებულად გადაყვანის ფაქტები გადაიღო, ივანიშვილის მხარდამჭერები ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.