პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ.
მსოფლიო ბანმა ხმა საბურთალოს საარჩევნო ოლქის 61-ე უბანზე მისცა.
„ქვეყნის ისეთ მომავალს მივეცი ხმა, სადაც არ იქნება ოლიგარქი სათავეში, სადაც მრავალპარტიული სისტემა იქნება და არ იქნება მშიერი ბავშვი, არ იქნება მშიერი ადამიანი და არ იქნება მოტყუებული ადამიანი. აი, ასეთი მომავალი გვინდა ჩვენ და რა თქმა უნდა, პრეზიდენტი უნდა იყოს არა ის, ვინც თავიდანვე ღალატობს და პირდაპირ თავისი განცხადებებით ეწინააღმდეგება საქართველოს მთლიანობას, არამედ ის, ვინც მართლა ესმის და ვინც იცის, თუ როგორ უნდა და წარმართოს ქვეყნის მომავალი. აი, ასეთია ზუსტად ჩემი აზრი, ასე რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ბატონებო გამოდით არჩევნებზე, თქვენი ყველა ხმა, თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი", განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.