პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. მარგველაშვილმა მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.
„მე მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი აქტიურობა, რომელსაც ვხედავ საარჩევნო უბანზე. მიხარია და მეამაყება, რომ ქართველი ამომრჩეველი ასე აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას. ზოგისთვის ეს არის რთული არჩევანი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, აუცილებლად მივიდეს საარჩევნო უბანზე, გამოიყენოს თავის ბიულეტენი, დააფიქსიროს თავის არჩევანი, ითამაშოს გადამწყვეტი როლი ქვეყნის ხელისუფლების ფორმირების პროცესში. დარწმუნებული ვარ, ეს აქტივობა გაგრძელდება მომავალშიც, დღის განმავლობაში, რაც გარანტიაა იმისა, რომა არჩევნები ჩატარდება მაღალ დონეზე, იქნება ნაკლები დარღვევები", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.