„არჩევნების პროცესი საერთო ჯამში მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს“ - თამარ ჩუგოშვილის თქმით, „რუსთავი 2“ და მათი ოპონენტები ცდილობენ დაძაბული საარჩევნო ფონი წარმოაჩინონ
28-11-2018, 11:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს.

 

 

ჩუგოშვილის თქმით,  „რუსთავი 2“ და მმართველი გუნდის ოპონენტები ცდილობენ დაძაბული საარჩევნო ფონი წარმოაჩინონ.

 

 

„არჩევნების პროცესი საერთო ჯამში მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს, რასაც ადასტურებენ ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც აკვირდებიან არჩევნების მიმდინარეობას. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტების და „რუსთავი 2“-ის მხრიდან ადგილი აქვს და მცდელობა არის რომ დაძაბული საარჩევნო ფონი იქნას წარმოჩენილი. 

 

 

სხვა ინფორმაციებთან ერთად, ასევე გავრცელებული იქნა ინფორმაცია  პოლიციის დანაყოფების გადაადგილების შესახებ. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია და ბუნებრივია, რომ არჩევნების დღეს  უსაფრთხოების დაცვის მიზნით საპოლიციო ძალები გადანაწილებულნი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით და პოლიცია გააგრძელებს გადაადგილებას დღის მანძილზე, როგორც ეს თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. 

 

 

ამიტომ ყველას, მათ შორის ჟურნალისტებს  მოვუწოდებთ,  ნუ შეეცდებიან პროცესების იმგვარად წარმოჩენას, თითქოს ჩამოთვლილ ქმედებებში რაიმე დარღვევა იყოს და ეს ასე არ არის.

 

 

მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ აქტივს, იმუშავეთ მშვიდად. გვაქვს თხოვნა, რომ მხოლოდ კანონისმიერი პასუხით უპასუხოთ ნებისმიერ პროვოკაციას, რაც თქვენს მიმართ შეიძლება განხორციელდეს.

 

 

ყველა დარღვევის შემთხვევაში შეადგინეთ შესაბამისი საჩივარი, ან დააფიქსირეთ შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.

 

 

მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო დღე წარიმართოს მშვიდად, ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში დააფიქსირონ ნება, შესაბამისად არ მისცეთ არავის შესაძლებლობა დისონანსი შეიტანოს საარჩევნო პროცესში,. ეს არის მოწოდება პირველ რიგში ჩვენი მხარდამჭერების მიმართ და შემდგომ დანარჩენი პირების მიმართ, რომელნიც ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესში“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი