„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კერძო კომპანიები,რომლებიც რეგიონებში მოქალაქეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ.
„ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და არ შეესაბამება ეს სიმართლეს. რამდენადაც მე ვიცი და მაქვს ინფორმაცია, კერძო კომპანიები,რომლებიც ამ გადაყვანას უზრუნველყოფენ, ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას . ასე რომ , მორიგი არასწორი ინფორმაციის მიწოდება ხდება მოსახლეობისთვის“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
„რუსთავი 2“-მა კი ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონში მიმავალი ავტობუსები რეისიდან მოახსნევინა და მხარდამჭერების გადასაყვანად იყენებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.