საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი ვაკის მე-2 ოლქის, მე-2 საარჩევნო უბანზე უკვე გააკეთა.
ლევან იზორიას განცხადებით, ხმა სტაბილური და დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობას, სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახების პირობების გაუმჯობესებას მისცა.
„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობას, განსაკუთრებით შეიარაღებულ ძალებში იმ რეფორმების გაგრძელებას, რამაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს და ამასთან თითოეული სამხედრო მოსამსახურის და მათი ოჯახის წევრების სოციალური მდგომარეობა გააუმჯობესოს“, განაცხადა ლევან იზორიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.