ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ „ნაცმოძრაობას“ და „რუსთავი 2“-ს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და აგრესიული ფონის ხელოვნურად შექმნისგან
28-11-2018, 12:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა" და მისი ტელევიზია ცდილობენ ხელოვნურად შექმნან აგრესიული ფონი, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, თუმცა ჩვენ ამას მივეჩვიეთ ჯერ კიდევ პირველი ტურიდან და ასევე წინა არჩევნებიდან, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

 


„ვიცით, რომ მათთვის ეს ძალიან რთულია, თუმცა ფორმალურად მაინც მოვუწოდებთ მაღალი პასუხისმგებლობის გამოვლენისკენ, ეს არის თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობა.

 

 

როგორც ჩანს, ამ აგრესიული ფონის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი არის იმ კანონდარღვევების გადაფარვა, რომელსაც სჩადიან და ახორციელებენ „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები. ჩვენ გვინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ რუსთავში გამოვლენილ კანონდარღვევებზე, რომელსაც აქვს უკვე პრაქტიკულად სისტემური ხასიათი აქვს.

 

 

კერძოდ, „ნაცმოძრაობის" აქტივისტები, ჩამოგითვლით სახელებს და გვარებს - მერაბ კოჭლამაზიშვილი, ოთარ თულაშვილი, ეთერ მგელაძე, ირაკლი ჩინჩალაძე, გიორგი კელენჯერიძე, მანანა ჩიტაძე, ქსენია თავგორაშვილი, ხედავთ, რომ სისტემურია რეალურად ეს მოვლენა, ისინი ეგრეთ წოდებული ორმაგი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას.

 

 

მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, არც მეტი, არც ნაკლები დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის ბუნებრივია, კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.

 

 

ჩვენ უკვე მივაწოდეთ ეს ინფორმაცია უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვუწოდებთ ამ ფაქტებზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ.

 

 

გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობის" აქტივისტებს გამოტანილი აქვს ცარიელი ბიულეტენები საარჩევნო უბნებიდან, ასეთი არის აქამდე არსებული ინფორმაციით, სოფელ კუმისის 57-ე უბანი, ასევე სოფელ მჭადიჯვარის უბანი დუშეთში, რათა გააკეთონ პროვოკაციული განცხადებები ე.წ. კარუსელების შესახებ.

 

 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის მცდელობა, ხელოვნურად შეიქმნეს აგრესიული ფონი. ეს არის დაბალი კულტურის და დაბალი პასუხისმგებლობის გამოვლინება, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ „ნაციონალური მოძრაობისგან".

 

 

მოვუწოდებთ, კიდევ ერთხელ „ნაცმოძრაობას" და „რუსთავი 2"-ს თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და აგრესიული ფონის ხელოვნურად შექმნისგან. მიეცით ამომრჩეველს საკუთარი ნების მშვიდად დაფიქსირების შესაძლებლობა.

 

 

10 საათის მონაცემებით, აქტივობა არის ძალიან მაღალი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბევრად მაღალი, ვიდრე ეს იყო პირველი ტურის შემთხვევაში. ჩვენ მადლობას ვუხდით ამომრჩეველს მაღალი აქტივობისთვის. მაღალი აქტივობის ხარჯზე, ჩვენ შევძლებთ საკადრისი პასუხი გავცეთ იმ სიცრუეს, აგრესიას და ძალადობას, რომელიც მოედინება „ნაცმოძრაობის" მხრიდან, მოედინებოდა წლების განმავლობაში და სამწუხაროდ მოედინება დღესაც „რუსთავი 2"-ის მეშვეობით და მათი აქტივისტების მხრიდან", აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი