„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ იყენებს ყველა ხერხს და მეთოდს, რაზეც ვსაუბრობდით არჩევნებამდე, გაყალბების კუთხით.
გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველია.
„ჩვენ გამოვავლინეთ პირველი ყალბი პირადობის მოწმობები, რომლითაც ხმის მიცემის მცდელობა იყო - ვაკის მე-2 და მე-14 საარჩევნო უბანზე დავით შენგელიას და ზურა ჩაკვეტაძის სახელით, რომელიც 48 წელს არის დაბადებული ყიფშიძის ნომერ ხუთში, მივიდა ადამიანი საარჩევნო სიებში არის სხვა ფოტო, მას ხელში უჭირავს პირადობის მოწმობა სხვა ფოტოსურათით. ეს არის დოკუმენტის გაყალბება და ამაზე დაუყოვნებლივ მოვითხოვთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას“, განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის თქმით, დარღვევები დაფიქსირდა უკვე რეგიონებშიც. მისი თქმით, მარნეულში საარჩევნო ბიულეტინებია გარეთ გამოტანილი. მისივე თქმით, კომისიის წევრი ხელმომწერების ჟურნალით გარეთ იმყოფება და გარეთ აწერს ხელს მოქალაქე, იქვე აწერს ხელს, კონვერტში დებს ბიულეტენს და გადატანა ხდება ამის შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.