არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმსარულებელი დერიქტორი მიხეილ ბენიძე კენჭისყრის ფარულობის დარღვევას ასახელებს. მიხეილ ბენიძის განცხადებით ხმის მიცემის ფარულობის დარღვევების ფაქტები დაფიქსირდა გურჯაანში, #26 საარჩევნო უბანზე.
„გურჯაანის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების" წარმომადგენლები ლელა შანყულაშვილი და ზურაბ ხანდამაშვილი, რომელიც მერის ძმა არის, საარჩევნო კაბინიდან გამოსულ ამომრჩევლებს უმოწმებენ საარჩევნო ბიულეტენში თუ რომელი კანდიდატი აქვთ შემოხაზული. აღნიშნული ფაქტის გაპროტესტების შემდგომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი უბნიდან გააძევეს“, განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
მისივე თქმით, დასახელებული პირები ერევიან საუბნო კომისიის მუშაობაში და კომისიის თავმჯდომარეს აძლევენ კონკრეტულ მითითებებს.
დარღვევები დააფიქსირეს „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა გურჯაანის #43 უბანზე, სადაც ამომრჩეველი ხმას აძლევს საარჩევნო კაბინაში შეუსვლელად. გარდა ამისა, საარჩევნო ბიულეტენები გამოაქვთ ისე, რომ გაირკვეს ვის მისცეს ხმა.
მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ტყიბულშიც, სადაც #2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა კაბინის გარეთ. გარდა ამისა დარღვევები დაფიქსირდა ტყიბულის #55 უბანზე.
„#55 უბანზე იმყოფებოდა პოლიციელი ფორმით, რომელიც არ იყო ამომრჩეველი და არ ჰქონდა უბანზე ყოფნის უფლება. აღნიშნული პირი უბნის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონით იღებდა ფოტოსურათებს“, განაცხადა მიხელ ბენიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.