ხმა მივეცი ყველაზე ევროპელ პრეზიდენტობის კანდიდატს, აღნიშნული განცხადება მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ჩემი არჩევანი არის მშვიდობიანი საქართველო; ჩემი არჩევანი არის ერთიანი საქართველო; ჩემი არჩევანი არის დაწყნარებული საქართველო და ჩემი არჩევანი არის ღიმილიანი საქართველო", განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ხმა მთაწმინდის მე-4 ოლქის მე-4 საარჩევნო უბანზე მისცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.