საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიღებული იქნა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონის პროექტი ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ.“
განხილვის პროცესში ფრაქცია ,,დამოუკიდებელი მაჟორიტარები ძლიერი რეგიონებისათვის“ წევრის, ხულოს მაჟორიტარი დეპტატის ანზორ ბოლქვაძისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატის იაშა შერვაშიძის მიერ დაყენებული იქნა საკითხი მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მინიჭების შესახებ ზღვრული ნორმის (800 დან 1500 მეტრამდე) ქვედა ზღვარის შემცირებასთან დაკავშირებით, რაც უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ გაითვალისწინა.
ზღვის დონიდან შესაბამისი სიმაღლის მიუხედავად მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭებათ საქართველოს შემდეგ ისტორიულ –გეოგრაფიულ მხარეებში მდებარე დასახლებებს: ხევი, მთიულეთი,პანკისის ხეობა,მაღალმთიანი აჭარა, გუდამაყრის ხეობა, ფშავ–ხევსურეთი, თუშეთი, ზემო და ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი და რაჭა.
,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის მიღება უდიდესი საჩუქარია მთიანი რეგიონის მოსახლეობიათვის, კანონი შეღავათებს უწევს საჯარო და პროფესიული სწავლების, ასევე პროგრამის ფარგლებში მთიან რეგიონებში მივლინებულ პედაგოგებს, ექიმებს, ექთნებს, პენსიონერებს, დამატებითი ფინანსური რესურსი გამოიყოფა სასკოლო ვაუჩერებისათვის, ყოველ პირველ და მეორე ახალშობილს, თუ მისი ერთ–ერთი მშობელი მაღალმთიანი დასახლების მუდმივი მცხოვრებია ერთი წლის განმავლობაში დაენიშნება ფინანური დახმარება 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე და მომდევნო ახალშობილს 200 ლარი ერთი წლის განმავლოაში, შეღავათები გავრცელდება ელექტოენერგიის გადასახადზე, 100 კილოვატის მოხმარეის შემთხვევაში 50% სახელმწიფო დააფინანსებს, მთავობისაგან ხელშეწყობა ექნება მთაში ბიზნესის წარმოებას, შეღავათები დაწესდეა მოგების, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადებზე. ეს მცირე ჩამონათვალია იმ სიკეთეეიბსა რაც ამ კანონის ამოქმედებას მოჰყვება", - აცხადებს ანზორ ბოლქვაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.