ირაკლი კობახიძე: რუსთავში დაფიქსირებული ორმაგი მარკირების ათზე მეტი შემთხვევა მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან
28-11-2018, 14:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსთავში ორმაგი მარკირებით ხმის მიცემის შემთხვევებთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს კიდევ ერთხელ მიმართავს და აფრთხილებს მათ, რომ ეს არის სისხლის სამართთლის დანაშაული.

 


„როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა შეაშინა ჩვენს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ რუსთავში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, იქ გამოვლინდა გაყალბების სისტემური მცდელობა, კერძოდ ჩვენ ავღნიშნეთ, რომ 7 პირი ცდილობდა ე.წ. ორმაგი მარკირებით მიეცათ ხმა საარჩევნო უბნებზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სახელებს და გვარებს, ესენი იყვნენ: მერაბ კოჭლამაზიშვილი, ოთარ თურაშვილი, ეთერი მგელაძე, ირაკლი ჩინჩალაძე, გიორგი გელენჯერიძე, მანანა ჩიტაძე და ქსენია თავგორაშვილი. ამას დაემატა კიდევ რამდენიმე სახელი და გვარი, ასევე რუსთავიდან: მანანა ჩიტაძე, რომელიც ასევე ცდილობდა ორმაგი მარკირებით ხმის მიცემას, ნინო ცერცვაძე, ასევე ნაცმოძრაობის აქტივისტი, რომელიც ცდილობდა ორმაგი მარკირებით ხმის მიცემას და დანიელ თუნგია, ასევე ნაცმოძრაობის აქტივისტი, რომელიც ცდილობდა ორმაგი მარკირებით ხმის მიცემას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

 


მისი თქმით, ეს არ ეხება მხოლოდ რუსთავში მოქმედ „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს.

 


„მთელი ქვეყნის მასშტაბით მივმართავ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, თქვენ გიბიძგებენ თქვენი ლიდერები სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისკენ. აქედან გამომდინარე, ვაფრთხილებთ ყველას, დანაშაულს ექნება შესაბამისი რეაგირება კანონის მთელი სიმკაცრით, აქედან გამომდინარე ყველას ვაფრთხილებთ, თავი უნდა შეიკავონ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისკენ“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


მისი თქმით, რუსთავში დაფიქსირებული ათზე მეტი შემთხვევა მიუთითებს იმაზე, რომ საქმე სისტემურ დანაშაულს ეხება.

 


„კიდევ ერთხელ მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს არა მხოლოდ ამ პირთა მიმართ, არამედ იმ პირთა მიმართაც, რომელბიც დგანან ამ სქემის სათავეში. რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი. ეს არის საარჩევნო ხმის მოპარვა, უმძიმესი დანაშაული, რომელსაც უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი