ირაკლი კობახიძე: გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება, როგორც რიგითი აქტივისტები, ასევე ის ადამიანები, ვინც ამ სქემის სათავეში დგანან
28-11-2018, 15:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალურ მოძრაობას" აქვს მცდელობა, ოპოზიციის რანგში გააკეთოს ის, რასაც აკეთებდა 2012 წლის ჩათვლით და უფრო ადრე, როცა ხელისუფლებაში იყო“, განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე რუსთავში ორმაგი მარკირებით ხმის მიცემის შემთხვევებთან დაკავშირებით.

 

 

„ნაციონალური მოძრაობა მუდმივად ინარჩუნებდა ხელისუფლებას გაყალბებით. ბუნებრივია, ამ მასშტაბის გაყალბების თავი მათ დღეს არ აქვთ, თუმცა მათ აქვთ მცდელობა საკუთარი რესურსების ფარგლებში, ყველა ზომა მიიღონ, რათა შეეცადონ არჩევნების გაყალბებას, მათ ამის შანსი არ აქვთ. ჩვენ ვნახეთ „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლების შეშინებული სახეები, როდესაც ისინი საუბრობდნენ გამოვლენილ სქემასთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ შევაშინებ მათ და გავაფრთხილებ, რომ ამ სქემას აუცილებლად ექნება უმკაცრესი რეაგირება და გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება, როგორც რიგითი აქტივისტები, ასევე ის ადამიანები, ვინც ამ სქემის სათავეში დგანან. ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი გაფრთხილება. ასევე მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, მიიღონ შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ მოხდეს შესაბამისი რეაგირება ამ ძალიან მძიმე სამართალდარღვევაზე“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი