მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი, ამ ეტაპისთვის საკმაოდ მაღალი აქტივობა ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღესთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციები იყო და იყო ბევრი საუბარი იმაზე, რომ ამ არჩევნების დღის დანიშვნა კვირის დღეს იქნებოდა პრობლემების შემცველი ვხედავთ, რომ მოქალაქეები აქტიურად გამოხატავენ თავიანთ ნებას, აცხადებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საერთაშორისო მდივანი თამარ ჩუგოშვილი.
„მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ დააფიქსიროს თავისი ნება ამ არჩევნებში, მივიდეს საარჩევნო უბანზე და მისცეს ხმა.
ასევე გვინდა მოვუწოდოთ კერძო დამსაქმებლებს, რომლებიც მუშაობენ დღეს, რომ თანამშრომლებს შესაძლებლობა მისცენ, მივიდნენ არჩევნებზე და გამოხატონ ნება.
მინდა გამოვეხმაურო რუსთავში უკვე მასიურ ფაქტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობებს. ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია იმ უბნების და პირების შესახებ, რომლებსაც ასეთი მცდელობები ჰქონდათ. ამას ემატება 39-ე უბანზე მერი მამალაძის მიერ ასევე მცდელობა, რომ ხელმეორედ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რასაც უკვე სისტემური ხასიათი აქვს. ეს ფაქტები დაადასტურა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც, ეს არის მძიმე კანონდარღვევა და შესაბამისად ამ ყველაფერზე იქნება კანონით გათვალისწინებული რეაგირება.
ასევე, მინდა გამოვეხმაურო აბაშაში დაფიქსირებულ ფაქტს, რომელშიც „ქართული ოცნების" საკრებულოს წევრის მხრიდან ფიქსირდება დარღვევა, იგი მიყვება ამომრჩეველს ჯიხურში, რაც ასევე კანონდარღვევაა და აუცილებელია, რომ ამ დარღვევაზეც იყოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული რეაგირება.
საერთო ჯამში, არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, ძალიან ბევრი დამკვირვებელი აკვირდება ამ არჩევნებს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი, ისე ადგილობრივი ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი. ამომრჩეველს მოვუწოდებთ აქტიურობისკენ, ჩვენს წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებში თუ ჩვენს აქტივისტებს, რომ იმოქმედონ კანონის ფარგლებში და თუკი დარღვევას დააფიქსირებენ, ეს წერილობით იქნას დაფიქსირებული და მიაწოდონ ეს ინფორმაცია დამკვირვებლებს", აცხადებს ჩუგოშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.