მთელი ამათი ცირკები - დროშების ფრიალი, სირბილი, ყვირილი, სიგნალები, ვითომ რაღაცას რომ ზეიმობენ, ეს ნიშნავს, რომ კუჭი აეწვათ, ძალიან ცუდად აქვთ საქმე და აგებენ, აცხადებს საქართვველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მისი თქმით, „ასეთია კლასიკური ივანიშვილი, როდესაც აგებს".
„ყველანი წყნარად საარჩევნო უბნებზე - ნუ შეგეშინდებათ ნურანაირი თვალების ბრიალის ვიღაცების - ეგენი არაფერს არ წარმოადგენენ - კაპიკია მაგათი ფასი. ახლა მასობრივად, ყველანი მივდივაართ არჩევნებზე. ჯერჯერობით ძალიან კარგად მივდივართ. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება იქნება გია ვაშაძისა და ქართველი ხალხის. ახლა საჭიროა, სიმშვიდე, ორგანიზებულობა, ერთმანეთის თანადგომა და ერთმანეთის მიყვანა.... ნეტავ, მე ვიყო მანდ და მეც შემეძლოს თქვენთან ერთად არჩევნებზე მისვლა", განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.