საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაცია მარნეულის 49-ე უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას და შედეგების ბათილობას ითხოვს.
განცხადება ამის თაობაზე საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ, გააკეთა.
„მარნეულის 49-ე უბანზე დაფიქსირდა სავარაუდო გაყალბების რამდენიმე ფაქტი, მათ შორის, ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ ხმის განმეორებით მიცემის ფაქტი.
„საია-ის დამკვირვებლის ინფორმაციით, 49-ე უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა, სანან ბადალოვმა, რომელიც ამ უბნის ამომრჩეველი არ არის. საია-ის დამკვირვებლის მიერ სიების გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ამომრჩეველი სახელი და გვარით სანანი ბადალოვი რეგისტრირებულია მარნეულის 48-ე უბანზე", განაცხადა სულხან სალაძემ, რომლის თქმითაც, აღნიშნულმა პირმა იმავე უბანზე განმეორებითაც სცადა ხმის მიცემა.
სალაძის განცხადებით, ამას გარდა საია-ის დამკვირვებელმა კიდევ დააფიქსირა პირი, რომელმაც აღნიშნულ უბანზე ორჯერ მისცა ხმა.
მისივე თქმით, 5 პირი, რომლებსაც მარკირება უკვე გავლილი ჰქონდათ, კიდევ ცდილობდნენ ხმის მიცემას, თუმცა, ვერ მოახერხეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.