„ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ცდილობენ ჩვენს აქტივისტებს საარჩევნო სიები წაართვან. მე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეს სიები ჩვენს აგიტატორებს აქვთ აბსოლუტურად კანონიერად“, განაცხადა ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საარჩევნო სიები ფოტოსურათებით ყველა პოლიტიკური პარტიისთვის არის ხელმისაწვდომი.
„ეს არის კანონმდებლობით გარანტირებული თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის. ასეთი სიები აქვთ როგორც ჩვენს აგიტატორებს, ისე სხვა პოლიტიკური სუბიექტების აგიტატორებს. ეს არის კანონით დაშვებული. მე არ ვიცი კიდევ ერთი ტყუილია თუ თავის მოტყუება რასაც ვხედავთ „რუსთავი 2'-ზე. ისინი მუდმივად ცდილობენ საკითხის ისე წარმოჩენას, თითქოს ვინმეს უკანონოდ აქვს ეს სიები. მოვუწოდებთ „ნაცმოძრაობის" აქტივისტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, რა თქმა უნდა, პროვოკაციაა თითოეული მცდელობა ჩვენს აქტივისტებს წაართვან საარჩევნო სიები“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.