ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მყოფი „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე და გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ადგილობრივი საარჩევნო კომისია მას ბრალს სდებს მუშაობის ხელის შეშლაში და ამავე დროს ამტკიცებს, რომ იგი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ქარდავა აღნიშნულს გამორიცხავს და მოითხოვს, რომ პოლიციამ იგი შეამოწმოს იმის დასადგენად, იმყოფება თუ არა ნასვამ მდგომარეობაში.
„ამ ოქმის საფუძველზე, ვარ ნასვამ მდგომარეობაში, ვიქნევდი ხელებს და კომისიას ხელს ვუშლიდი მუშაობაში. რეალურად, საქმე გვაქვს ფაქტთან, როდესაც დაგვიკავშირდა ამომრჩეველი და გვითხრა, რომ მას არ მისცეს ხმის მიცემის უფლება. მოვედით უბანზე, გაგვერკვია რატომ მოხდა ეს და საერთოდ აღმოჩნდა უფრო დიდი უბედურება - სამაგიდო სია, ამომრჩევლის სია არის დაკარგული. მე გამოვრიცხავ, რომ ამ უბანზე საერთოდ არჩევნები შედგეს.... ქუჩა, სააარჩევნო კომისია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება მიდის ყველაფერზე. ეგ უკვე არ არის არჩევნები, ამას არაფერი კავშირი საერთო არჩევნებთან არ აქვს... კომიიის თავმჯდომარემ დაწერა, რომ მე ვიმყოფები ნასვამ მდგომარეობაში. მე მოვითხოვე რომ რომ პოლიაციამ შემამოწმოს, მაგრამ ჯერჯერობით მათ ჩემი შემოწმების სურვილი არ აქვთ“, განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.