„იმედის“ ეგზიტპოლის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა 58%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 42% მიიღო
28-11-2018, 20:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„იმედის“ მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელმა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 58%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და კიდევ სხვა 10 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 42%, მიიღო.

 

 

ინფორმაციას ამ წუთებში ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

 

 

ეგზიტპოლის შედეგებში შესაძლო ცდომილება 2%-ია. მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 10204 რესპოდენტი. მონაცემები ეყრდნობა 18:00 საათის ჩათვლით მიღებულ პასუხებს. ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები 22:00 საათზე გახდება ცნობილი.

 

 

„იმედის“ დაკვეთით პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლი GALLUP INTERNATIONAL-მა ჩაატარა.

 

 

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პირველად ოფიციალურ მონაცემებს უახლოეს საათებში გამოაქვეყნებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი