მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს ღია საპროტესტო აქციების გამრთვისკენ მოუწოდებს და გამოსავალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში ხედავს.
იგი ხვალიდან მასობრივი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციებს აანონსებს და იმედს იტოვებს, რომ ამ გზით ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს დაამარცხებს.
სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებასაც აანონსებს და აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური ძალა აუცილებლად გაიმარჯვებს.
„მინდა პირდაპირ ქართველ ხალხს მივმართო - ვიხილეთ ეს სამარცხვინო, ქართველი ხალხის მტერი ოლიგარქი ივანიშვილი, რომელმაც იმდენი პატივიც კი არ სცა ქართველ ხალხს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი გამოეყვანათ წინ. თვითონ გამოვიდა, თვითონ ილაპარაკა ეს სისულელეები, რაც ილაპარაკა.
ხალხო, თქვენ დღეს ამ ბინძურმა ოლიგარქმა თავზე გადაგახიათ კანონი, კონსტიტუცია, დემოკრატია, არჩევნების ინსტიტუტი. დღეს და ამ კვირებშიც, რაც ტარდებოდა, ეს არ იყო არც არჩევნები, არც დემოკრატიული პროცესი და ამას არაფერი კავშირი არ აქვს ხალხის ნებასთან. ეს იყო ქურდული სამყარო, ძველი ბიჭები, აფერისტები და გარეწრები, რომლებიც საქართველოში რაღაც პროცენტი ყოველთვის იყო და არის, შავი სამყაროს წარმომადგენლები, ის ხალხი, ვინც გძარცვავდათ ტრადიციულად, მთლიანად შერწყმული ამ ოლიგარქთან. ეს იყო ძალადობა და არის ძალადობა, ეს არის მოსყიდვა, ეს არის ღიად დარიგება საარჩევნო უბნებში ფულის, ეს არის დაჭრა და ცემა აქტივისტების....
ეს არ იყო და არ არის ლეგიტიმური არჩევნები და მე არასდროს არ ვაღიარებ ბიძინა ივანიშვილს. დღევანდელი დღიდან, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ლეგიტიმური მმართველი საქართველოში და მოგიწოდებთ ქართულ საზოგადოებას, რომ არ აღიაროთ არჩევნების შედეგები. დემოკრატიულ პროცესთან არანაირ კავშირში არ არის იმიტომ, რომ დგება მომენტები ყველა ერის ისტორიაში, როდესაც იმ პირობებში, როცა კრიმინალი მთლიანად შეერწყა ხელისუფლებას, როდესაც მთავარი მძარცველი მოაჯდა თავზე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, აკონტროლებს უკლებლივ ყველა პროცესს, დგება მომენტი, როცა საზოგადოებამ უნდა აიღოს კანონის დაცვა, კონსტიტუციის და თავისი თავისუფლების საკუთარ ხელში....
მე მოგიწოდებთ, რომ დავიწყოთ მოთხოვნა ღია საპროტესტო აქციებით, მშვიდობიანით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების და ამ ე.წ. არჩევნების არალეგიტუიმურად გამოცხადების. ჩვენ გვჭირდება საქართველოში ახალი ხელისუფლება, ჩვენ გვჭირდება საქართველოში ხალხმა აიღოს ხელში ხელისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს გადარჩენა არ უწერია. მე ვარ რიგითი რიგითთა შორის, თანასწორი თანასწორთა შორის, მე არ ვიბრძვი ხელისუფლებისთვის და ეს არაერთხელ მითქვამს და ამას ახლაც ვიძახი - მე არ მინდა თანამდებობა, საქართველოში არც ერთი პოსტი ისე, როგორც არ მიბრძოლია არასდროს არც სიმდიდრისთვის, არც ფუფუნებისთვის, და არასდროს არ ყოფილა ჩემთვის თანამდებობა თვითმიზანი, მაგრამ საქართველო არის ჩემი ხატება, ისევე როგორც ყველა ქართველის პატრიოტის ხატება და ჩვენ საქართველოს ამ ფაროსანას არ მოვასპობინებთ.
ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება და იმედია, რომ შედეგი მაინც იქნება, ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე, მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, დადგეს ხალხის მხარეს, მე მოვუწოდებ შეირაღებულ ძალებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები, მე მოვუწოდებ სახელმწიფო აპარატის ჯანსაღ ნაწილს, გაემიჯნოს კრიმინალურ-მაფიოზურ ბანდას, რომელიც დაეპატრონა საქართველოს. ხვალინდელი დღიდან ჩვენ ვიწყებთ მასობრივ ქმედებებს საქართველოს მასშტაბით, სამოქალაქო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის, ივანიშვილის მიუღებლობის და ივანიშვილის ხელისუფლების დასრულების საქართველოში", განაცხადა სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას.
„ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის თანახმად, 17 საათის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და კიდევ სხვა 10 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 45 %, ხოლო დამოუკიდებელმა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 55 % მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.