კახა კალაძე: „დღევანდელი არჩევნები იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ უთხრა მკაფიო და ხმამაღალი უარი სიცრუეს, სიძულვილსა და ძალადობას“
28-11-2018, 20:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღევანდელი არჩევნები არ იყო მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები. ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ უთხრა მკაფიო და ხმამაღალი უარი სიცრუეს, სიძულვილსა და ძალადობას“, განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახლახან გამართულ ბრიფინგზე.

 


„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს დღეს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის.

 


დღეს დაფიქსირდა ამომრჩევლის ძალზე მაღალი აქტივობა, რომელმაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობასაც კი მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

 


მინდა გამოვხატო პატივისცემა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის მიმართ, განურჩევლად იმისა, თუ რა პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა მან დღეს.

 


დღევანდელი არჩევნები არ იყო მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები. ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ უთხრა მკაფიო და ხმამაღალი უარი სიცრუეს, სიძულვილსა და ძალადობას და მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლისთვისაც ადამიანი უზენაესი ღირებულება, მისი ღირსების დაცვა კი - უმთავრესი პრიორიტეტია.

 


ეს იყო არჩევნები, რომელზეც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ მოგვანიჭა მანდატი, რათა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ეკონომიკის განსავითარებლად, ადამიანების სოციალური დაცვის გარანტიების გასაუმჯობესებლად, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოზიციების გასაძლიერებლად.

 


მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობით აღჭურვილი პოლიტიკური ძალისთვის არჩევნები არის საკუთარი საქმიანობის ხელახალი შეფასების საუკეთესო საფუძველი.

ჩვენთვის საგულისხმოა საზოგადოების გზავნილები, რომლებიც ჩვენ ამ არჩევნებში მივიღეთ. საზოგადოებამ დაინახა, რომ ჩვენ ამ გზავნილების ნაწილზე რეაგირება უკვე პირველი ტურის შემდეგ, გასული ერთი თვის განმავლობაშიც კი დავიწყეთ.

 

 

მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, თითოეული დღე დაეთმობა ჩვენი საქმიანობის, მმართველობის ეფექტიანობის გაუმჯობესებას. ამ პასუხისმგებლობას ჩვენ გვაკისრებს ხალხის მიერ დღეს გამოცხადებული ნდობა.

 


თავს უფლებას მივცემ, წინასწარ, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე, მივულოცო ჩვენს მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. დარწმუნებული ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი.

 


ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას. ის უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მისიას ქალბატონი სალომე საუკეთესოდ შეასრულებს.

 


კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა თითოეულ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების“ წევრებსა და მხარდამჭერებს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, რომლებმაც შეიტანეს უმნიშვნელოვანესი წვლილი დღევანდელ გამარჯვებაში.

 


ასევე, მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წარმომადგენელს, სამართალდამცავ ორგანოებს, დამკვირვებლებს, რომელთა ძალისხმევის გარეშე თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.

 


მადლობას გიხდით თქვენ - ჟურნალისტებს.

 


დღევანდელი დღე იყო ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი