პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს მოსახლეობას არჩევნებში აქტიურობისთვის მადლობას უხდის და მიიჩნევს, რომ აქტიურობის მაღალი დონე „შემადგარი დემოკრატიის" ერთ-ერთი მანიშნებელია.
„მინდა, თითოეულ მოქალაქეს, ვინც დღეს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, მადლობა გადავუხადო. არჩევნებში მონაწილეობის დონე იყო საკმაოდ მაღალი, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ საქართველოში გვაქვს ნამდვილად შემდგარი დემოკრატია. მინდა, მივულოცო სალომე ზურაბიშვილს. ამასთან ერთად, მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენთვის, როგორც მმართველი ძალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც პირველი ტურის შედეგები, ასევე, ბუნებრივია, მეორე ტურის შედეგები. ჩვენ მივიღეთ გზავნილი ჩვენი მოქალაქეებისგან და ვიცით, თუ რა არის გასაკეთებელი. დღეს არ გვაქვს ზეიმისთვის დასაკარგი დრო. ახლა არის მუშაობის დრო და მინდა, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას, რაც ქვეყანაში გვაქვს. მზად ვართ, ჩვენს მოქალაქეებსა და საზოგადოებასთან, ერთობლივი ძალისხმევით, გადავლახოთ ყველა პრობლემა და გამოწვევა. ეს არის ჩვენი მიზანი და დამერწმუნეთ, ამას აუცილებლად მივაღწევთ. მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.