„ძალიან მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ამ ხნის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა. მადლიერი ვარ იმ პარტიის, რომელმაც მხარი დამიჭირა, „ქართული ოცნების“, მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის“, განაცხადა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ.
„გპირდებით დღეს, რომ ყველაფერს ვიღონებ, რასაც შევძლებ, რათა მივაღწიოთ, რომ გავერთიანდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა და ეს უზრუნველყო ჩვენმა სახელმწიფომ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, რამეთუ ეს არის დემოკრატია და ძალიან მაღალი აქტიურობა, რაც დღეს დაფიქსირდა, ნიშნავს მაღალ დემოკრატიას. დაველოდებით საბოლოო შედეგებს, რათა საბოლოოდ დასრულდეს ქართველი ხალხის პრინციპული არჩევანი. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც მთელ ამ პერიოდის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა, ჩემი თანამებროძლები, ჩემი თანამოაზრეები, თითოეული ჩემი მხარდამჭერი, საზოგადოება, რომელმაც თავისი სიტყვა თქვა. მადლიერი ვარ პარტიის, რომელმაც მხარი დამიჭირა - „ქართული ოცნების“, მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების, რომლებმაც კიდევ უფრო განმიმტკიცეს რწმენა იმისა, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე, არ უნდა შეგეშინდეს, უნდა მოითმინო, მაგრამ არ უნდა დათმო ის, რაც მთავარია, მთავარი პრინციპები, მთავარი მიზანი ცხოვრებაში. ეს მიზანი ჩემი კი არ არის, ეს არის ჩვენი ყველასი ერთიანი მიზანი, ძალიან მალე მივაღწევთ ამ მიზანს, თანამედროვე, განვითარებული და როგორც ვთქვი, ამ დილით, გაღიმებული საქართველო, ყველას გილოცავთ ამ დღეს“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.