საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ არეულობა, ქაოსი, მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, მაგრამ მისი დასაჭერი თევზები აღარ არსებობენ, რადგან ის არის წარსული.
როგორც სააკაშვილმა ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, „ხვალიდან გადიან ქუჩებში და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პროცესს იწყებენ“.
„როდესაც ჩვენ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვსაუბრობდით არეულობაზე, ამას აქილიკებდნენ მისი ტელევიზიიდან, ამას აქილიკებდნენ მისი პარტაქტივის რიგებიდან.
დღეს მან პრაქტიკულად დაუსრულებელ არჩევნებზე ვერ მოითმინა და დაადასტურა მხოლოდ და მხოლოდ ის, რასაც ჩვენ ბოლო კვირების თუ თვეების განმავლობაში ვამბობდით. მისი მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ არეულობა, მისი მიზანი არის ქაოსი და მისი მიზანი არის მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, მაგრამ მისი დასაჭერი თევზები აღარ არსებობენ, რადგან ის არის წარსული.
ამიტომ საქართველო, როგორც დღეს, ასევე მრავალჯერ ეტყვის „ნაციონალურ მოძრაობას“ უარს და მის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც გაგიჟებული გამოდის და მოძღვრავს ადამიანებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ გაგიჟებული კაცის რევანშისტულ ზრახვებზე ისინი ნამდვილად არ წამოეგებიან, ისევე როგორც იმ პროვოკაციებზე, რასაც ის სთავაზობდა ამ დროის განმავლობაში“, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.