ნიკა მელია: ოპოზიცია ბრძოლას ყველა შემთხვევაში გააგრძელებს, ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობით
28-11-2018, 21:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციამ საპროტესტო აქციები უნდა დაიწყოს, აცხადებს, რომ ყველაფერს გაერთიანებული ოპოზიცია მესამე პრეზიდენტთან ერთად გადაწყვეტს.

 

 

„ყველაფერს გაერთიანებული ოპოზიცია გადაწყვეტს ერთობლივად, კონსესუსის საფუძველზე. მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთია. ჩვენ გაერთიანებულ ოპოზიციაზე უბრალოდ კი არ ვსაუბრობდით, რომ ეს გაერთიანებული ოპოზიციაა. გაერთიანებული ოპოზიცია მოვითათბირებთ, გაერთიანებულ ოპოზიციაში ძალიან ბევრი სუბიექტია გაერთიანებული. ამიტომ, ჩვენ ვალდებული ვართ, რაც უნდა ცალკე აღებული ერთი პარტია დიდი მხარდაჭერით სარგებლობდეს – რეიტინგს ვგულისხმობ, სხვა პარტიაზე, ეს არავის გვაძლევს იმის შესაძლებლობას და უფლებას, რომ განცხადება შეუთანხმებლად გავაკეთოთ. უნდა მოვითათბიროთ და განცხადება ამის შემდეგ გავაკეთოთ. დარწმუნებული ვარ, ერთ აზრზე ჩამოვყალიბდებით და აქ ორი და სამი პოზიცია არ იქნება. ყველამ ერთად დავინახეთ, რა ხდებოდა და ხელისუფლება როგორ იქცეოდა. ეს კრიმინალური ხელისუფლებაა. თქვენ, „ქართული ოცნების“ გამარჯვება უფრო დაგაზარალებთ, ვიდრე დამარცხება.

 

 

ფაქტია, რომ ოპოზიცია ბრძოლას ყველა შემთხვევაში გააგრძელებს, ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობით. არასოდეს არ გავსულვართ კონსტიტუციური ფარგლებიდან, რას არ გვაბრალებდნენ, კონსტიტუციის ფარგლებს გასცდნენ და ასე შემდეგ და არც ახლა არ გავცდებით. მაგრამ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც სახელმწიფო ინტერესებთან სრულ შესაბამისობაში იქნება", განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს და მოუწოდებს საზოგადოებას არ აღიაროს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი